ის შემადგენლობა, რომელიც გამოცხადდა, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია „ქართული ოცნების“ მხრიდან

ის შემადგენლობა, რომელიც გამოცხადდა, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია „ქართული ოცნების“ მხრიდან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, ის შემადგენლობა, რომელიც გამოცხადდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ რა სტრატეგია აქვს არჩეული მმართველ გუნდს და რა გეგმები აქვს ქვეყნის სამომავლო მმართველობის მიმართულებით. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადასულმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგი განაცხადია და იმედისმომცემი გუნდია წარდგენილი.

„ყველაზე მთავარი არის, რომ თითოეულ მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, უნარები, განათლება, სამუშაო გამოცდილება და ენერგია“, - განაცხადა აგულაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აგულაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ გეგმავს იყოს არც საპარლამენტო სიაში და არც მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

„ვფიქრობ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი ვიყო ჩემი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა აგულაშვილმა.