განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
კითხვაზე, რას ფიქრობს განათლების მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები რაც უფრო მეტ ჭკვიან ადამიანს დაეკითხებიან ჭკუას, მით უკეთესი იქნება.
"მე ჯერ ბატონ ბიძინას არ ვიცნობ. ასეთი შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა მთავრობის წევრი ვარდა სურვილიც მაქვს, რომ ამ ადამიანს ვიცნობდე. ჩემს აზრს გეტყვით - ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხები ჭკუას. რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე არ არის. მას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სტატუსი აქვს. თუმცა გეტყვით, რომ რაც უფრო მეტ ჭკვიან ადამიანს დაეკითხებიან მთავრობის წევრები ჭკუას, მით უკეთესი მთავრობა გვეყოლება", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.