მამუკა ხაზარაძე:  მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს

მამუკა ხაზარაძე: მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს

"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის ახალი სახეების წარდგენას დაესწრო.

ხაძარაძემ პარტიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"გახარებული ვარ როგორც მოქალაქე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, როცა ვნახე ასეთი ახალგაზრდა, პროფესიონალების გუნდი. ვნახე ის ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები. სადაც ასეთი გუნდია, მე ვარ იქ, მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს, ხედვებს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთად ავაშენოთ და ძლიერი გავხადოთ. პოლიტიკსგან შორს ვარ, მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნშივნელოვანი საქმე წყდება, იქ ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სათქმელი თქვას", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პარტიის ახალი 15 წევრი წარადგინა.