შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ "თეთრი მაგნოლიას" საქმის გამოძიება, რომელზეც სალომე ჩარკვიანია დაკავებული, დროული და ეფექტური იქნება.
ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შსს მოგვიანებით ამომწურავ კომენტარს გააკეთებს.
სალომე ჩარკვიანის დაკავებათან დაკავშირებით ვფიქრობ მხოლოდ იმას, რომ 8 ოქტომბერს, მოსახლეობის მთავარი კითხვა იქნება, ვინ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს.
გარწმუნებთ, რომ "ქართული ოცნების" განახლებული გუნდი იქნება ის გუნდი, რომელიც ამას სრული წარმატებით გააკეთებს. მე, როგორც შს მინისტრის მოადგილე და სამინისტრო, ამ საქმესთან დაკავშირებით, მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. გამოძიება მიმდინარეობს და გპირდებით, რომ ის იქნება დროული და ეფექტური. მხარეებს სამართლიანი სასამართლოს პირობებში, შეჯიბრის საშუალება ექნებათ", - განაცხადა თალაკვაძემ.
პროკურატურა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელსა და გაყიდვების
მათ ბათუმში ”ცენტრ პოინტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავებიან. ოთხივე ბრალდებული დაკავებულია.