მინა-პლასტიკის ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

მინა-პლასტიკის ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

70 ადამიანი იმუშავებს მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 13 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ შექმნის, რისთვისაც  სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 ლარად გადაეცემა  დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“  700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს,

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გამოხატა სურვილი, ახალ საწარმოში დაასაქმოს ასევე 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.