მშვენიერი მინისტრია, ფიზიკურად მაინც, - ასე შეაფასა ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის საქმიანობა.
„შემფასებელი ორგანო ვარ? მშვენიერი მინისტრია, ფიზიკურად მაინც“, - განუცხადა კობალაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კობალაძე შესაძლოა თავდაცვის მინისტრი გახდეს, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და ჯერჯერობით შეთავაზება არ მიუღია.
„აბსოლუტურად არაფერი მიმიღია, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცხელა, მაგრამ მაინც“, - განაცხადა კობალაძემ და დასძინა, რომ ის დღეს სტუმრის სტატუსით იმყოფება საგურამოში.
კითხვაზე, როგორი იქნება მისი სურვილი იმ შემთხვევაში, თუკი მინისტრობას შესთავაზებენ, კობალაძემ უპასუხა, რომ თუ შეთავაზება იქნება, სურვილზე მერე დაფიქრდება.
საგურამოში „ქართული ოცნების“ ახალი წევრების წარდგენის ცერემონია გაიმართება.