ამ წუთებში ”ცენტრ პოინტის” გენერალური დირექტორის, გუკა რჩეულიშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.
ადვოკატი გამომძიებელთან ერთად გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 13:30 საათზე შევიდა.
ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ადვოკატი გუკა რჩეულიშვილთან გასაუბრებას გეგმავს. ამის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების დადასტურების შუამდგომლობით მიმართავს.