ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებთან დაკავშირებით არ საუბრობს.
დავით ბაქრაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ახალი წევრები პრემიერის ხედვების გარშემო არიან გაერთიანებული.
"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა პარტიული ცხოვრების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ წევრებს იმ საპარლამენტო პოლიტიკური გუნდისა, რომლითაც "ქართული ოცნება" იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. არიან მნიშვნელოვანი ახალი წევრები - ძალიან ძლიერი, კარგი გუნდი, რომელიც არის გაერთიანებული პრემიერის, მისი ხედვების გარშემო. მთავრობის წევრები ჯერჯერობით, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას მთავრობის პირობებში, მთავრობის კაბინეტში",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს დღეს 14:00 საათზე, საგურამოში წარადგენს.