ნატო-მ ვარშავის სამიტის კომუნიკეში „ღია კარის პოლიტიკისადმი“ ერთგულება დაადასტურა

ნატო-მ ვარშავის სამიტის კომუნიკეში „ღია კარის პოლიტიკისადმი“ ერთგულება დაადასტურა

ნატო „ღია კარის პოლიტიკას“ გააგრძელებს, - ამის შესახებ საუბარია ვარშავის სამიტის კომუნიკეში. „ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ღია კარის პოლიტიკისა, რომელმაც ალიანსი გააძლიერა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეიტანა წვლილი“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

დოკუმენტში ნატო-ს ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, მიესალმონ ალიანსის ახალ წევრ მონტენეგროს.

ორდღიანი სამიტი პოლონეთის დედაქალაქში დღეს დასრულდება.