იენს სტოლტენბერგი - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

იენს სტოლტენბერგი - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

„ავღანეთი მარტო არ დარჩება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებსაც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.