აშშ-ში ფერადკანიანი მოქალაქეების მკვლელობის გასაპროტესტებლად მასობრივი აქციები გაიმართა. „ბიბისი“-ს ცნობით, მშვიდობიანი დემონსტრაციები ჩატარდა ატლანტაში, ნიუ იორკში, ნიუ ორლეანში და სხვა ქალაქებში.
ხუთშაბათს, ქალაქ დალასში მომხდარი არეულობის დროს 5 სამართალდამცველი დაიღუპა და 7 დაიჭრა.
არეულობა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქის მოსახლეობამ სამართალდამცველების მიერ ორი ფერადკანიანი მოქალაქის მკვლელობის გასაპროტესტებლად აქცია გამართა.