პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართელოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპერტის შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვან გზავნილებს მიაწვდის.
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ვარშავის სამისტის წინ. აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის საქართველოში ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ში ძალიან მაღალ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მონაწილეობას NATO-სთან დაახლოების პროცესში, საქართველოსთან პარტნიორობას, ასევე როგორც ჩამნს, ეს არის გარკვეული გზავნილი, რომ აშშ მფარველობს საქართველოს და NATO- სთან ინტეგრაციის პროცესში მყარად უჭერს მხარს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გზავნილები იქნება მთავრობისთვის მიწოდებული, თუ როგორ ხედავს აშშ საქართველოს განვითარებას, მათ შორის, დემოკრატიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებითაც, უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვსიუნარიანობის გაძლიერება და ა.შ.",- განაცხადა გოგოლაშვილმა "პირWელთან" საუბრისას.