ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს

ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს

თურქეთში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

მედიის ცნობით, თავდასხმასთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 30 ადამიანია დაკავებული.

გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინმალი ილდირიმის ცნობით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.