ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არარჩევა, საპარლამენტო არჩევნების მიმართ მშვიდობიანობის მოლოდინს გააჩენს.
ექსპერტის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, გიგი წერეთლის აღნიშნულ თანამდებობაზე არარჩევაზე "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ერთ-ერთი როლი რუსული დელეგაციის მხარდაჭერამ ითამაშა.
"გიგი წერეთლისთვის გართულება მდგომარეობდა იმაშიც, რომ რუსულმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი და სიტუაციის ასეთი კონფიგურაცია დამსწრეებს გადააწყვეტინებდა უფრო იოლი არჩევანის გაკეთებას, მით უმეტეს, რომ ტრადიციული ევროპული ქვეყნიდან პირის არჩევა, ალბათ, უფრო მიზანშეწონილიც იყო თვითონ ეუთო-ს ლოგიკიდან გამომდინარე.
გიგი წერეთლის არარჩევაში მოქმედი ხელისუფლების კვალს დიდად ვერ ვხედავ. კვალი ნიშნავს რაღაც ისეთს, რასაც გამოცნობა სჭირდება. ღიად განაცხადა მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ მიუღებელია გიგი წერეთლის კანდიდატურაო და რაღა კვალის ძებნა სჭირდება ამას. "ქართულმა ოცნებამ" ერთ-ერთი როლი ითამაშა, მაგრამ არა გადამწყვეტი", - განაცხადა "პირWელთან" საუბრისას საყვარელიძემ.
ექსპერტის ვარაუდით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ "ნაციონალების" მხარდამჭერების მობილიზაცია და გააქტიურებაა მოსალოდნელი.
"გიგის არარჩევით, ალბათ, არჩევნების მიმართ უფრო მშვიდობიანობის მოლოდინი იქნება ",- აღნიშნა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, დღეს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინე მუტონენი აირჩიეს და არა გიგი წერეთელი.