სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით სამოქალაქო პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ავტორების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა იმ პირების დასჯა, რომელსაც სულხან მოლაშვილი მის წამებაში ადანაშაულებდა. მათივე თქმით, ხელმოწერები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. სამოქალაქო პეტიციას შეუერთდნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი.
კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს ხვალ დაკრძალავენ. სულხან მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს გარდაიცვალა.