ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დაავიწყებს რუსეთს თავის მუქარებს, რომელიც პოლონეთის, ევროპული ქვეყნებისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული.
აღნიშნული განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა სააგენტო Associated Press-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ზრახვების ეფექტური შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმის დემონსტრაციით, რომ ნატო მზად არის საკუთარი საზღვრების დასაცავად.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ალიანსის შეიარაღებული ძალები განლაგდებიან, პოლონელები ნატო-ს სრულფასოვანი წევრები გახდებიან, რადგან „სრულად იქნებიან დაცული გაერთიანებული ძალების მიერ“.