"მოხარული ვარ, რომ ამ დემოკრატიულ პროცესში ნდობა გამომიცხადეთ"

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზუდენტი კრისტინე მუტონენი მადლობას უხდის დელეგატებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მადლობელი ვარ თქვენი, რომ 56 ქვეყნის პარლამენტმა მხარი დამიჭირა. არჩევნები ზოგადად ძალიან ამაღელვებელი მომენტია და მოხარული ვარ, რომ ამ დემოკრატიულ პროცესში ნდობა გამომიცხადეთ და პრეზიდენტად ამირჩიეთ. მჯერა, რომ დიალოგი და დებატები არის საუკეთესო არჩევანი და ეს გამოგვივა", - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.