შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე არჩევნებზე ”რაიმე შეთავაზების” მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მინისტრთან და მის გუნდთან ერთად მიიღებს.
ასე უპასუხა თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მიიღო თუ არა შეთავაზება და ხომ არ გეგმავს რომელიმე ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას.
”დღეს ვმუშაობ შსს-ში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში და თუკი იქნება რაიმე შემოთავაზება არჩევნებზე, გადაწყვეტილებას მივიღებ მინისტრთან და ჩემს თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ შესაძლოა არჩევნებში ”ქართული ოცნების” რიგებიდან კენჭი ოზურგეთის ერთ-ერთ ოლქში იყაროს.