მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, სარფში, საზღვრის გადმოკვეთის დროს ფეხსაცმელი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.
ლევან ვარშალომიძემ საზღვარი უკვე გადმოკვეთა და თავის მხარდამჭერებსაც შეხვდა.