ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოხდა

ქალაქ მოსულთან „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოხდა

საერთაშორისო კოალიციური ძალების ავიაიერიშის შედეგად ერაყის ქალაქ მოსულთან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოხდა. 

როგორც „ბიბისი“ პენტაგონზე დაყრდნობით იტყობინება, ერთ-ერთი მათგანი ბასმ მუჰამად აჰმად სულთან ალ-ბაჰარი, დაჯგუფების სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო და 2014 წელს ქალაქ მოსულის აღებას პირადად ხელმძღვანელობდა.

მეორე დაღუპული ჰატიმ ტალიბ ალ-ჰამდუნია, რომელიც, არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

პენტაგონის ცნობით, მათი ლიკვიდაცია 25 ივნისს მოხდა.