სამართალდამცველებმა თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე განზრახ მკვლელობისა და 236-ე იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა აღძრული.
შემთხვევა კანდელაკის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი უცნობმა პირმა სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც მისი მისამართით, სავარაუდოდ საფანტის თოფიდან გასროლა განახორციელა.
მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.