ევროპულმა კავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროპულმა კავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროპულმა კავშირმა რუსეთს 2017 წლის იანვრის ბოლომდე ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მოსალონელი იყო, რადგან ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სანქციები იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი მინსკის მოლაპარაკებებს არ შეასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.

„მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფასების შემდეგ, საბჭომ დაადგინა, გაგრძელდეს სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2017 წლის 31 იანვრამდე“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში.

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლიდან დააწესა და მოსკოვი ყირიმის აგრესიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული წარმონაქმნების მომხრეთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა.