სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო მინისტრ გაგიკ ბეგლარიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს. ამჯერად უწყება „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ქართულ და რუსულ მხარესთან ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის სომხეთს ძალზე სჭირდება ალტერნატიული გზა. ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასთან“, - აცხადებენ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში.