ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება

ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება

ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და ამ შეხვედრაზე ბატონი აგრამუნტი მეუბნებიოდა იმას, რომ ქართველი პარლამენტარები პირველ ადგილზე არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობის აქტიურობით, არა მხოლოდ დასწრებით ღონიძიებაზე, არამედ გამოსვლებით, განცხადებებით, ინიციატივებით და ეს ძალიან კარგია. ჩვენ მოვისმინეთ სტუმრის შეფასებები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და იგი არის ძალიან კმაყოფილი, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით წინ მივიწევთ. მე დავუდასტურე ჩვენს სტუმარს, რომ ახლანდელიც და მომდევნო პარლამენტიც იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, რადგან ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების გაზიარება და ძალიან კარგია, რომ გვყავს ასეთი მეგობრები", - განაცხადა უსუფაშვილმა.