უსაფრთხობა და ეროვნული ინტერესი როგორც გიგი წერეთელს ესმის, იგივეა, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის

უსაფრთხობა და ეროვნული ინტერესი როგორც გიგი წერეთელს ესმის, იგივეა, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის

უსაფრთხობა და ეროვნული ინტერესი როგორც გიგი წერეთელს ესმის, იგივეა, როგორც ეს “ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვოლსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ქვეყნის კვოტაზე“. “გიგი წერეთელი “ევროპის სახალხო პარტიის“ კანდიდატია, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. “სოციალ-დემოკრატების“ ოჯახს ამ პოსტზე სხვა კანდიდატი ჰყავს. აქ პარტიათა შორის არის დაპირისპირება და არა ეროვნებათა შორის. აქ ეროვნებათა თემა არანაირად არ გამოიკვეთება“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.