მე პრაქტიკულად გავიზარდე თბილისში და ვერავითარი აზრთა სხვადასხვაობით პოლიტიკურ დონეზე ჩვენს ხალხებს ვერ გავხლიჩავთ

მე პრაქტიკულად გავიზარდე თბილისში და ვერავითარი აზრთა სხვადასხვაობით პოლიტიკურ დონეზე ჩვენს ხალხებს ვერ გავხლიჩავთ

რა თქმა უნდა, რუსეთის დელეგაციის ბევრი წევრი იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, არიან თუ არა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ის პირები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ (ე.ი. დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“).

ამასთან, სლუცკიმ კონკრეტული გვარების დასახელება არ ისურვა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თბილისში ჩამოსვლის ფარგლებში უსაფრთოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ეუთო-სგან გარანტიები მიიღო.

„რა თქმა უნდა, რუსეთის დელეგაციის ბევრი წევრი იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოდი ახლა ნუ დავასახელებთ კონრეტულ გვარებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუმრად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან. ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის უფლებები და იმუნიტეტი უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ეროვნული წარმომადგენლობის. ბუნებრივია, ეუთო-სგან ყველანაირი გარანტია მივიღეთ არა მარტო ამის გამო, არამედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც ეხება რუსეთის დელეგაციის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. იცით, შეიძლება ვინმე კრიტიკულად აღიქვამს ჩემს სიტყვებს, მაგრამ მე ბევრი დრო გავატარე და პრაქტიკულად გავიზარდე თბილისში, ჩემთვის ეს ძალიან ახლობელი ქვეყანაა, ახლობელი ხალხია და მინდა ვთქვა, რომ ვერავითარი აზრთა სხვადასხვაობით პოლიტიკურ დონეზე ჩვენს ხალხებს ვერ გავხლიჩავთ“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.