პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველომ წარმატებებს მიაღწია ვიზალიბერალიზაციის პროცესში, მაგრამ ხელისუფლებაში ჯადოქრები არ არიან, ევროპაში ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტონ.
თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური პლენარული სესიის გაახსნამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშემშლელი პირობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს ხანში დასრულდება.
"არ არსებობს არანარი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან არც თუ სასარგებლო მოვლენებისგან. კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოქრული ჯადოსნური ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატების მიღწევა, მაგრამ არც ისე ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცესში. ჩვენი ოპტიზმი რეალურია და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებს და უახლოეს ხანებში პროცესი დასასრულამდე მივა”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონის ტერიტორიაზე 5 ივლისამდე გაგრძელდება.