საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
"დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად დღევანდელი სერიოზული სირთულეებისა - ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას - ევროკავშირის ძალა და სიმტკიცე, სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მე პატივს ვცემ ბრიტანელი ხალხის არჩევანს, თუმცა მინდა სინანულიც გამოვხატო. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.