თბილისის მერიასა და შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ერთის მხრივ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ხოლო მეორეს მხრივ შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორმა ანზორ შარაშენიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის საგანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობის მიზნით.
მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები.