ჩვენი პრესტიჟის საქმეა, მოვალეობაა და ერთადერთი ინტერესია, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შეძლო და წინა ორი არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი ჩაატარა ძალიან ღია და ტრანსფარენტული.
„ჩვენი პრესტიჟის საქმეა, მოვალეობაა და ერთადერთი ინტერესია, რომ ოქტომბრის არჩევნები იყოს სამაგალითო. საქართველომ, პირველ რიგში, ჩვენს თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ჩვენ შეგვიძლია უმაღლესი სტანდარტით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ასევე ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამაში დარწმუნებულები“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.