ზაზა გაბუნია ბოგვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ზაზა გაბუნია ბოგვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ნაძალადევის რაიონში ბოგვის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს,  ასფალტის საფარი იგება 3874 კვადრატულ მეტრზე. საგზაო სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად წესრიგდება  სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. 
ბოგვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა- ზაზა გაბუნიამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.