სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა.
„6 ივლისს სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისში, საქართველოში, სადაც შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ორმხრივ დისკუსიებს გამართავს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასა და ოქტომბრის არჩევნების წარმატებულებაზე. ასევე, გაიმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული შეხვედრა, რომლის თანათავმჯდომარე სახელმწიფო მდივანი იქნება, ის ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჯონ კერი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვა ლიდერებს შეხვდება, ამის შემდეგ კი ვარშავასეწვევა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება.