ნამდვილად დიდი პატივია, რომ 40 წლის შემდეგ საქართველოში ვარ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ვმასპინძლობ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ის პირველად საქართველოს 40 წლის წინ ესტუმრა, მაშინ, როდესაც გაცვლითი სტუდენტი იყო საბჭოთა კავშირში.
”იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო მე ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში”, -აღნიშნა იან კელიმ.