”ფსიქოპროექტის” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65 %-ის აზრით, პარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს ”ქართული ოცნება” დაიკავებს

”ფსიქოპროექტის” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65 %-ის აზრით, პარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს ”ქართული ოცნება” დაიკავებს

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ ”ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65 % მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტ ადგილს ”ქართული ოცნება” დაიკავებს.
პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ გასაჯაროვებული რამდენიმე მონაცემის მიხედვით, გამოკითხულთა 65 %-მა ”ქართული ოცნება” დაასახელა შემდეგ შეკითხვაზე: ”თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ადგილს საპარლამენტო არჩევნებში?”.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ”ფსიქოპროექტმა” სოციოლოგიური გამოკითხვა თავად ”ქართული ოცნების” დაკვეთით ჩაატარა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კვლევა შიდა მოხმარებისთვის იყო, თუმცა პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით არსებული სპეკულაციების გამო შედეგების გასაჯაროვება გადაწყვიტეს.