”ქართული ოცნების” შიდა კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 84% მიიღებს მონაწილეობას

”ქართული ოცნების” შიდა კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 84% მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” შიდა პარტიული კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 84% მიიღებს მონაწილეობას. 
კითხვაზე, აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, 84% ამბობს - დიახ, 8% - არა, 7%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ხოლო გამოკითხულთა 1% პასუხზე უარს აცხადებს. 

გარდა ამისა, კითხვაზე რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე დარჩენილ დროში თქვენი არჩევანი შეიცვალოს, გამოკითხულთა ყველაზე მეტი - 34% ამბობს, რომ შეუძლებელია, 19%-სათვის შესაძლებელია. 16% - მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, 11% - სრულიად შესაძლებელია, 14% - სრულიად შეუძლებელია, გამოკითხულთა 4%-მა არ იცის, 2% პასუხზე უარს აცხადებს.