პრემიერ-მინისტრი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენასა და წარმატებას უსურვებს

პრემიერ-მინისტრი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენასა და წარმატებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. 
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს მათი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება.

”დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.
მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.
დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს და საქართველოს თქვენი სახით განათლებული და საამაყო თაობა ეყოლება”, - მიმართავს პრემიერი ახალგაზრდებს. 

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.