იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა

იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" შიდა პარტიული კვლევების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა იძლებული გახდა ეს გაეკეთებინა.

მისი თქმით, ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ატარებს სოციალოგიურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს, ეს ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, თუ როგორ აისახება ეს საზოგადოებრივ აზრზე.

„საერთოდ  ვფიქრობ, რომ  კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა. ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სოციალურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს. ეს ეხება ქმედებებს გადაწყვეტილებებს, როგორ აისახება საზოგადოებრივ აზრზე. ესაა ნორმალური პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, რეგიონებში აქტიურ მუშაობას და რა თქმა უნდა ჩვენ შიდა კვლევებს. დარწმუნებული ვართ, რომ მოვიპოვებთ მყარ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ", - განაცხადა პრემიერმა.

"ქართულმა ოცნებამ" შიდა პარტიული კვლევების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.