"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემის რეალურად მოგვარებას? გამოკითხულთა 41% თვლის, რომ არსებული პრობლემის მოგვარებას პრემიერის პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილი მოახერხებს.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა 18-25 ივნისის პერიოდში ჩატარდა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა.