"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას? - რესპოდენტთა 70% აცხადებს, რომ დიახ; 15% - არა; 9% უფრო კი, ვიდრე არა; 3% უფრო არა, ვიდრე კი; 2%-მა არ იცის; 0% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.