საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს

საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს - NATO-ში გაწევრიანებას? რესპოდენტთა 64% აცხადებს, რომ დიახ; 19% - არას; 9% უფრო კი, ვიდრე - არა; 4% უფრო არა, ვიდრე კი; 3%-მა არ იცის; 0% კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.