გამოკითხულთა 34% აცხადებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, გადაწყვეტილებას არ შეიცვლის

გამოკითხულთა 34% აცხადებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, გადაწყვეტილებას არ შეიცვლის

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შიდაპარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე - არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი არჩევანი შეიცვალოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გამოკითხულთა 34% მიიჩნევს, რომ არჩევანის შეცვლა შეუძლებელია, 19%-თვის შესაძლებელია, 16% მეტ-ნაკლებად შესაძლებლად თვლის, 14% აღნიშნავს, რომ სრულიად შეუძლებელია, 11% არჩევანის შეცვლას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევს, 4%-მა არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა 18-25 ივნისის პერიოდში ჩატარდა.