პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შიდა კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.
კითხვაზე - აპირებთ თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამოკითხულთა 84% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 5% - უარს ამბობს, 7%-ს ჯერ არ გადაუწყვიტავს, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.