ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ ულაპარაკია

ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ ულაპარაკია

ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ვიზალიბერალიზაციის თემაზე არ ულაპარაკია, - ასე უპასუხა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა, თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

„ბატონი პრეზიდენტი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემთან ამ თემაზე არ ულაპარაკია, იმიტომ რომ იცის, რომ გერმანიის პრეზიდენტს არა აქვს ოპერატიული ამოცანები, კონკრეტულ პოლიტიკაში ის არ მონაწილეობს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად ინტენსიურად აყენებს ქართული მხარე ამ საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიამ თავისი ანგარიში წარმოადგინა. მე ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება საბჭოს და ევროპარლამენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ მე პოლიტიკურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. მე ოპერატიული პოლიტიკის საკითხებზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, ამითი ჩავერეოდი პარლამენტის და მთავრობის საქმიანობაში. ჩვენ უნდა გამოვძებნოთ გზები იმისთვის, რომ მეტი სტაბილურობა შევქმნათ“, - განაცხადა იოახიმ გაუკმა.

გერმანიის პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ ბრექსიტის შედეგად შექმნილი რთული ვითარება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე არ აისახება.

„პროგრესი, რომელიც ევროკომისიამ დაადგინა, მართლაც უნდა გადაიზარდოს ვიზალიბერალიზაციაში“, - დასძინა გერმანიის პრეზიდენტმა.