ბრექსიტის შემდეგ ძალიან საინტერესოა იმის გაგება, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები ევროპას იმედიანი თვალით უყურებენ

ბრექსიტის შემდეგ ძალიან საინტერესოა იმის გაგება, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები ევროპას იმედიანი თვალით უყურებენ

ბრექსიტის შემდეგ ძალიან საინტერესოა იმის გაგება, რომ ევროპის აღმოსავლეთი ევროპას იმედიანი თვალით უყურებს, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მკვეთრად ორიენტირებულია ევროინტეგრაციაზე.

„მთლიანობაში ეს ვიზიტი დასტური გახლავთ იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ხანია მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ და ასევე, იმის დასტურიც, რომ ჩვენ რთულ დღეებში ერთად ვართ. ბრექსიტის შემდეგ ახალი სიტუაცია შეიქმნა ევროპაში და ძალიან საინტერესოა იმის გაგება, რომ ევროპის სხვა რეგიონებში ევროპის პროექტს მხარს უჭერენ, ევროპის ფასეულობებს იზიარებენ და რომ აღმოსავლეთი ევროპას იმედიანი თვალით უყურებს. ამ დღეებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.

გააჩნია, ევროპის რომელი მხრიდან უყურებ ევროკავშირს. ბრიტანელების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირს. აღმოსავლეთში სრულიად სხვა ემოციური ფონია ევროპასთან დაკავშირებით - პოლიტიკოსებიც და მოსახლეობაც ევროკავშირს დიდი იმედით უყურებენ და უნდათ მასში გაწევრიანება“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.