ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, საიდანაც 19 უცხოელია

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, საიდანაც 19 უცხოელია

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, აქედან 19 უცხოელია. საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 94 დაშავებული.

ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპროტზე თავდასხმაში მონაწილე სამივე თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

ერფაკ ალას განცხადებით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ ტერაქტი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.