რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ქმედებები ძირს უთხრის არსებულ სამხედრო პარიტეტს.

ამის შესახებ პუტინმა რუსი ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს მუდმივად ადანაშაულებენ სამხედრო აქტივობაში, თუმცა, სინამდვილეში, მოსკოვი სამხედრო ქმედებებს მხოლოდ „საკუთარ ტერიტორიაზე“ ახორციელებს.

როგორც მოსალოდნელია, ვარშავის სამიტზე ნატო-ს ლიდერები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების გაგზავნის გეგმას დაამტკიცებენ.