დავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

დავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თურქეთში მომხდარ  ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. დავით ნარმანიამ თურქ ხალხს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საქართველო თურქი ხალხის გვერდში დგას.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა და ეს არ ეხება მხოლოდ  თურქ ხალხს. ეს თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. 21-ე  საუკუნეში მსოფლიო ტერორიზმმა მოიცვა. გარდა იმისა, რომ ვგმობთ ტერორიზმს და მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ თურქ ხალხს, სიმბოლურად თბილისის ანძაც გავანათეთ თურქეთის დროშის ფერებში, რითაც გამოვხატეთ ჩვენი ღრმა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით“ - განაცხადა თბილისის მერმა.