Reuters:  თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს

Reuters: თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს

სააგენტო Reuters-ის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ათათურქის აეროპორში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის კავშირს არ ადასტურებს.

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევი თურქულმა გამოცემა Yeni Safak-მა დაასახელა. Reuters-ი აღნიშნავს,რომ წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი გაერო-ს ტერორისტთა სიაშია შეყვანილი და რუსეთის მიერ იძებნება. რუსეთის გამოძიების ცნობით, ის ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში ახალი მებრძოლებს გაწევრიანებით არის დაკავებული. რუსული მედიის ცნობით, ჩატაევი სირიაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს ხელმძღვანელობს. აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბლისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს აჰმეთ ჩატაევი ექსტრეისტულ დაჯგუფება “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა. ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.