ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია იქნება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია იქნება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია იქნება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რეზოლუციით ყურადღების ცენტრშია ტერიტორიული მთლიანობის და მიმდინარე ოკუპაციის საკითხები.

”ამ ოთხდღიანი მუშაობის განმავლობაში, საპარლამენტო ასამბლეა ბევრ თემაზე იმსჯელებს. ბევრი რეზოლუციაა წარმოდგენილი პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის იქნება რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ არის ინიცირებული. განიხილავენ ამ რეზოლუციას. ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშია ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე ოკუპაციის საკითხები და სხვა თემები. მაგრამ ცხადია, ამით არ შემოიფარგლება ეს ღონისძიება, ეს არ არის ღონისძიება საქართველოს პრობლემატიკაზე, ეს არის ღონისძიება მსოფლიოს პრობლემებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

1-5 ივლისს, თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის თემაა: ”25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.