თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას.
რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს. ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განხცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას.